ეს წიგნი საბჭოეთის რკინის ფარდას თავდაღწეული ჟურნალისტის თვალით პირველად დანახული ევროპა და ამერიკის შეერთებული შტატებია.
პირველი შეხვედრა თავისუფალ სამყაროსთან. დასავლეთ ევროპის და ამერიკის ქვეყნებში მიმოფანტულ ძველ ქართველ ემიგრანტებთან. ძვალ-რბილში გამჯდარი დასავლეთური ცხოვრების მითებისა და ილუზიების მსხვრევაც, გაოცება და აღფრთოვანებაც.
და რაც მთავარია ქვეყნიდან ქვეყანაში, საზღვრიდან საზღვარზე "მოხეტიალე" ჟურნალისტის შეჯახება დასავლეთის ბიუროკრატიულ მანქანასთან