Go to the top

36 დღე ამერიკის ჰოსპიტალში

Wednesday  /  December 14, 2016
ნახვები: 3619

საყოველთაოდ ცნობილია, თუ როგორი თავზარდამცემია ცნობა იმის შესახებ, რომ შეგეყარათ განუკურნებელი სენი - ავთვისებიანი სიმსივნე - კიბო (სარკომა).  ალბათ წარმოიდგენთ თუ როგორი გრძნობა დაეუფლება ადამიანს, როცა ექიმები ასეთ ცნობას მოგაწვდიან. ადვილი გასაგებია, რომ როგორი ძლიერი სულის მქონეც არ უნდა იყოს ადამიანი, ის დეპრესიაში ვარდება. თავიდან არ სცილდება ფიქრი იმაზე, რომ მისი დღეები დათვლილია. ამ სიტუაციაში გადის ადამიანი მკურნალობის უმძიმეს პროცესს, რომელიც თვითონაა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიში.

ზუსტად იმავე დოზის სიხარულს  იწვევს ადამიანში შეგრძნება, რომ ის გადაურჩა განსაცდელს, განიკურნა სამუდამოდ ან დროებით (ასეც ხდება ხოლმე).

აი ამ განცდების შესახებ მოგვითხრობს ავტორი ამ უნიკალურ მოგონებაში იმ იმედით, რომ მისი წაკითხვა გამოადგება ყველას, თუნდაც არა ასეთი საშიშროების წინაშე მდგარ ჯანმრთელ ადამიანებსაც.